პარასკევი, 2024-05-10, 2:49 AM
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა მოგესალმები სტუმარი | RSS
შესვლის ფორმა
კატეგორიები
ბარბის მულტფილმები [6]
დისნეი [12]
სურათები [3]
თამაშები [10]
თოჯინები [7]
თმის მოვლა [10]
მოდა [8]
ვარცხნილობა [6]
სახის მოვლა [5]
ვარსკვლავების სტილი [3]
მუსიკა [5]
ძებნა
          geogirl.at.ua
მთავარი » 2013 » აპრილი » 13 » ხუთკუთხა ფორმის სათვალე - ეპატაჟური და მშვიდი ვარსკვლავების საერთო სტილი
0:40 AM
ხუთკუთხა ფორმის სათვალე - ეპატაჟური და მშვიდი ვარსკვლავების საერთო სტილი
ხუთკუთხა ფორმის სათვალე - ეპატაჟური და მშვიდი ვარსკვლავების საერთო სტილი         მირანდა კერი, რიანა და სხვა ვარსკვლავები უპირატესობას ხუთკუთხა ფორმის, ე.წ. პენტაგონ-სათვალეს ანიჭებენ. ამ ფორმის სათვალე ბევრი ცნობილი ადამიანის საყვარელი აქსესუარია. ამ სათვალეს უწოდებენ chulte მიუ მიუსგან.
მუქშუშებიანი მზის სათვალე ბევრი ცნობილი ადამიანისთვის თითქმის აუცილებელ ატრიბუტად იქცა. ჩასაფრებული პაპარაცების ფოტოკამერების მოულოდნელმა ელვარებამ თვალი რომ არ მოსჭრათ, ვარსკვლავები მუქშუშებიან სათვალეს იშველიებენ.

მირანდა კერი, რიანა და სხვა ვარსკვლავები უპირატესობას ხუთკუთხა ფორმის, ე.წ. პენტაგონ-სათვალეს ანიჭებენ. ამ ფორმის სათვალე ბევრი ცნობილი ადამიანის საყვარელი აქსესუარია. ამ სათვალეს უწოდებენ chulte მიუ მიუსგან. მირანდა კერისა და რიანას გარდა, ხუთკუთხაჩარჩოიან სათვალეს ხშირად იყენებენ ნაომი უოტსი, ლეიტონ მისტერი და კამილა ბელი.

მიუხედავად იმისა, რომ ვარსკვლავები, ძირითადად, მუქშუშებიან და ოქროსფერჩარჩოიან მოდელებს ირჩევენ, ხუთკუთხა ფორმის სათვალის არჩევანი საკმაოდ ფართოა - სხვადასხვა ფერისა და მასალის. სტილისტების აზრით, საოცარია, რომ ეპატაჟურ რიანასა და მშვიდ მირანდა კერის ერთი და იგივე სტილის სათვალე მოსწონთ, თითქმის ვერც ერთს ვერ ნახავთ ამ ორიგინალური აქსესუარის გარეშე. რაც მთავარია, ძალიანაც უხდებათ, მიუხედავად იმისა, რომ ორივეს განსხვავებული სახის ფორმა აქვს.

ხუთკუთხა ჩარჩოს თავისუფლად შეიძლება უნივერსალური ვუწოდოთ - ის, პრაქტიკულად, ნებისმიერი ტიპის სახეს უხდება. ასე რომ, მოემზადეთ ზაფხულის მწველ მზესთან შესახვედრად.


კატეგორია: ვარსკვლავების სტილი | ნანახია: 987 | დაამატა: dodoshka | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
კალენდარი
«  აპრილი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
გიყვართ ბარბი?
სულ პასუხი: 332
საიტის მეგობრები
  allshares.ge & mydisk.ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

მთავარი ადმინისტრატორი :
dodoshka