პარასკევი, 2024-05-10, 9:53 PM
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა მოგესალმები სტუმარი | RSS
შესვლის ფორმა
კატეგორიები
ბარბის მულტფილმები [6]
დისნეი [12]
სურათები [3]
თამაშები [10]
თოჯინები [7]
თმის მოვლა [10]
მოდა [8]
ვარცხნილობა [6]
სახის მოვლა [5]
ვარსკვლავების სტილი [3]
მუსიკა [5]
ძებნა
          geogirl.at.ua
მთავარი » 2013 » აპრილი » 13 » "ოქროს გლობუსი-2013" – წითელი ხალიჩის საუკეთესო კაბები
0:44 AM
"ოქროს გლობუსი-2013" – წითელი ხალიჩის საუკეთესო კაბები
 "ოქროს გლობუსი-2013" – წითელი ხალიჩის საუკეთესო კაბები    სანამ კინომანები "ოქროს გლობუსი-2013"-ის გამარჯვებულებს განიხილავდნენ, მოდის მიმდევრები წითელი ხალიჩის კაბებზე დაობდნენ. გთავაზობთ ცნობილი ქალბატონების ყველაზე დასამახსოვრებელი კაბების ფოტოგალერეას და თავად განსაჯეთ, რომელია მათ შორის საუკეთესო. 


წელს nude-ფერი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული აღმოჩნდა წითელ ხალიჩაზე. ამ ფერის კაბებს მიანიჭეს უპირატესობა ჰაიდენ პანეტიერიმ, ემი ადამსმა და ახალგაზრდა დედიკო მეგან ფოქსმა. 


ყველაზე მოდური დაჯილდოებაზე ე.წ. ქალთევზას ფასონი გახდა. ვარსკვლავების უმეტესობა, მათ შორის, ტეილორ სვიფტი და ჯესიკა ალბა, ალისა მილანო და ჯენიფერ ლოპესი, სწორედ ამ სტილის კაბებში იყვნენ გამოწყობილნი.

ანჯელინა ჯოლის ფეხის ტრიუმფის გამეორებას შეეცადნენ ჰოლი ბერი, ჰაიდი კლუმი და ევა ლონგორია. 

"სასოწარკვეთილ ქალს" შეხსნილი კაბა საკმარისად არ მოეჩვენა და ჩაცმულობას ღრმა დეკოლტეც დაუმატა, რითაც "ოქროს გლობუსი-2013"-ის ყველაზე თამამი კაბის სტატუსი მიიღო. 

ქეით ჰადსონი და ნაომი უოტსი ევაზე მოკრძალებულად გამოიყურებოდნენ და მათ მხოლოდ მკერდზე მიიპყრეს საზოგადოების ყურადღება. 

წითელ ხალიჩაზე ყველაზე მოკრძალებულები ენ ჰეტეუეი და ნიკოლ რიჩი იყვნენ. 

ნიკოლ კიდმანმა, სტეისი კიბლერმა და რეიჩელ ვაისმა არჩევანი კლასიკურ შავ კაბაზე შეაჩერეს. 

კაბები ფუშფუშა ქვედატანით ემოსათ ჯულიანა ჰაფს, ჯენიფერ ლოურენსსა და ფეხმძიმე კრისტენ ბელს. 

ჯულიანა მურმა და სელმა ჰაიეკმა, ასაკის მიუხედავად, შავი კაბით გაუსვეს ხაზი მოხდენილ სხეულს და ბევრი ახალგაზრდა ვარსკვლავიც დაჩრდილეს.







































კატეგორია: ვარსკვლავების სტილი | ნანახია: 1066 | დაამატა: dodoshka | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
კალენდარი
«  აპრილი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
გიყვართ ბარბი?
სულ პასუხი: 332
საიტის მეგობრები
  allshares.ge & mydisk.ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

მთავარი ადმინისტრატორი :
dodoshka